მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც რომ ემუქრებოდეთ, ვნახავდი ვის მოუნდებოდა ჩაკეტვა - ჭიაბერაშვილი

5fba284133715
თელარა გელანტია
22.11.20 13:00
1444
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირდა 4 048 მოქალაქე.„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, აქვს თუ არა აზრი მორიგ „ლოქდაუნს“ და რა - შემთხვევაში. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი <მთავრობა> რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).

2. 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.

3. (სოცილოგიური ჰიპოთეზა) ჩაკეტვის მომხრეთა უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.

4. სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე რომ ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც“, - წერს დეპუტატი.

შეგახსენებთ: ინფიცირების მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები შეზღუდვების გაფართოების საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობენ. თავის მხრივ, მთავრობაში აცხადებენ, რომ მორიგ სრულ „ლოქდაუნს“ არ გეგმავენ, მაგრამ ე.წ. წერტილოვანი შეზრუდვები იქნება.