მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია იანვარში 107 344 პირმა აიღო, თებერვალში - 140 845-მა

603e2ff99d5ed
ანუკა ჯოხაძე
03.03.21 11:40
1757
უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაციით იანვარში - 107 344 პირმა, თებერვალში კი 140 845-მა ისარგებლა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-იმ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.

როგორც ცნობილია, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის თანახმად, უმუშევრად დარჩენილი პირები 200 ლარიანი კომპანსაციის მიღებას 2021 წლის ივნისის ჩათვლით შეძლებენ. ჯამურად კი, ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 200 ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

ამასთან, დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთი ან მეტი თვე არ აუღიათ ხელფასი.