მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია, ჯერჯერობით, 78 000 დასაქმებულმა მოითხოვა

5ec4ee5c46927
თელარა გელანტია
20.05.20 12:44
7438
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 78, 000 დასაქმებულზე ინფორმაცია 20, 000-მდე დამსაქმებელმა წარმოადგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად წარმოადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები.

კერძოდ, უწყება დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

საქმე იმაშია, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან (04.05.2020 წელი) 6 თვის განმავლობაში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. „დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.