საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემოდა. BMG-მ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენმა ბენეფიციარმა მიიღო სულ დახმარება და რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა მასზე.
კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დახმარება სულ 159,699 მოქალაქემ მიიღო, ხოლო მათზე გაცემული ჯამური თანხა კი 147,943,200 ლარია.
მთლიანობაში პროგრამას ყველაზე მეტი - 140,029 ბენეფიციარი თებერვალში ჰყავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები - 6,979 ბენეფიციარი - აგვისტოში. ბენეფიციარების რაოდენობის კლება ამ ადამიანების მიერ ახალი სამსახურის პოვნით ან მათ საბანკო ანგარიშზე 10 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვით იქნებოდა განპირობებული.
უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მეორე ლოქდაუნის პერიოდში მიიღო. მაშინ დამსაქმებლებს დაევალათ სახელმწიფოსთვის გაგეგზავნათ იმ მოქალაქეების სიები, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ