19.ნოემბერი .2020 21:00

უმუშევრობის ზრდა სახელმწიფო დახმარებებაც განაპირობა - ეკონომისტი

უმუშევრობის ზრდა სახელმწიფო დახმარებებაც განაპირობა  - ეკონომისტი
views 520
უკან

საქსტატმა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მესამე კვარტალში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის 11.9%-ს უტოლდება.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 219 ათასი ადამიანია უმუშევარი და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 8 ათასით აჭარბებს.

უმუშევრობის დონის ზრდის მთავარ მიზეზად ეკონომისტები პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. რამაზ გერლიანი არც იმას გამორიცხავს, რომ რეალური რიცხვები გაცილებით დრამატული იყოს, ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახური აღრიცხავს.

„რასაკვირველია, როცა ეკონომიკურ კრიზისს აქვს ადგილი, მაშინ სამუშაო ადგილები ქრება და შესაბამისად, ის პირდაპირ აისახება უმუშევრობის მაჩვენებელზე.

ასევე არსებულ მაჩვენებელზე ზეგავლენა მოხდინა მათ შორის იმ პოლიტიკამ, რომელსაც მთავრობა ატარებდა უხელფასოდ დარჩენილებთან დაკავშირებით, რამაც გარკვეულწილად სტიმულირებაც მოახდინა გრძელვადიანად ყოფილიყო შენარჩუნებული ხელფასის არამღებთა რაოდენობა.

ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობამ განაპირობა არსებული მაჩვენებლების ფორმირება, ვინაიდან, როცა ბიზნესი პაუზდება ან ჩერდება ან გადის ბაზრიდან, ეს ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს.

ბოლო მონაცემები, რაც არის, საეჭვოც კია, რადგან ვფიქრობ, გაცილებით მეტია უმუშევრობის დონე. მათ (საქსტატმა) ალბათ სრულად ვერ გამოიყენეს პარამეტრები, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ემიგრაციაში წასული ადამიანი დაბრუნდა და შეემატა უმუშევართა რიგებს“-აცხადებს რამაზ გერლიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა