„დავიწყე სიარული რეგიონებში, რათა პირადად გავეცნო პროგრესს“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საარჩევნო კამპანიის დროს ყველა მუნიციპალიტეტის მოიარა და მოსახლეობას ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას დაჰპირდა.
"ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქობულეთში ახალი ბულვარის მშენებლობა პირველ ეტაპზე დაახლოებით 1-კილომეტრიანი იქნება, შემდგომში კი ის ბობოყვათამდე ჩავა.
„კეთილმოეწყობა ეს არეალი და ვფიქრობ, იქნება ახალი მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამას გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ურბანული განახლების პროექტებს და ეს პროექტებიც მაქსიმალურად დაჩქარდება, ვინაიდან ამინდმა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელების ტემპს ხელი შეუშალა“, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება