მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HT SOLUTION: ავსტრიელ პარტნიორებს დეველოპმენტის ცენტრის საქართველოში გადმოტანაზე ვესაუბრებოდით

5f8060e2656ac
ლიკა გურაბანიძე
11.10.20 10:20
1286
8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები. ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის კი, მოგების და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%. მაცნეზე დადგენილების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა, შესაბამისად, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ ახალი სტატუსის მოპოვებისთვის ესაჭიროებათ. დადგენილების მიხედვით, შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა ძირითადად IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს შეეძლებათ.

ახალი საგადასახადო შეღავათები HT SOLUTIONS-ის ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გვაზავამ “საქმიან დილაში” შეაფასა. მისი თქმით, ამ თემაზე ჯერ კიდევ 2018 წელს ავსტრიელ პარტნიორებთან ჰქონდათ საუბარი.

"ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი გვყავს, მათ შორის, დასავლეთ ევროპაში და როდესაც 2018 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეს ინიციატივა პირველად დაანონსა, ავსტრიელ პარტნიორებს ვესაუბრებოდი იმაზე, რომ  თუნდაც მათი დეველოპმენტის ცენტრი საქართველოში გადმოეტანათ, რაც იდეაში, მათთვის ძალიან საინტერესოა. საინტერესოა იმიტომ, რომ გადასახადები იქ 5%-თან შედარებით იმდენად მაღალია, რომ ჩემი აზრით, საქართველოზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ინტერესი უნდა არსებობდეს. სწორედ 2018 წელს პირველი გამოიხატა ინტერესი კომპანიის საქმიანობის ნაწილის საქართველოში გადმოტანაზე", - აღნიშნა HT SOLUTIONS-ის ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა.