მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UN-ის ხელმძღვანელი: სასწავლო პროცესს ტელევიზიით, რადიოთი ან ონლაინ არ აქვს სათანადო ეფექტი

5f292f3b1899b
ნათია თაქთაქიშვილი
04.08.20 16:37
856
UN-ის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ პანდემიამ განათლების სისტემებს ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა და მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა, რაც გამოწვეულია სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების დახურვით. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გუტიერეშის განცხადებით, მთავარი ამოცანაა სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნება, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მას შემდეგ, რაც მთავრობები მოახდენენ ვირუსის გადაცემის კონტროლს საკუთარ ქვეყნებში.

„COVID-19-ის პანდემიამ განათლების სიტემას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად მასწვლებლების და მშობლების დიდი მცდელობისა, სასწავლო პროცესს ტელევიზიით, რადიოთი ან ონლაინ არ აქვს სათანადო ეფექტი“, -განაცხადა გუტიერეშმა.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის შემაკავებელმა ზომებმა მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტ სტუდენტზე იქონია გავლენა.

ამასთან, გუტერეშის განცხადებით, წელს 40-მა მილიონმა ბავშვმა სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.