მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UN: კორონავირუსი 34 მილიონ ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს

5ebd1abf18697
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.20 14:36
950
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის(UN)განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მომავალი ორი წლის მანძილზე გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 8,5 ტრილიონი დოლარით დააზარალებს და სავარაუდოდ, 34 მილიონ ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს.

”ჩვენ ახლა სერიოზული რეცესიის მწვავე რეალობის წინაშე ვდგავართ - ასეთი მასშტაბები დიდი დეპრესიის შემდეგ არ გვინახავს“, - განაცხადა გაეროს წამყვანმა ეკონომისტმა, ელიოტ ჰარისმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით დაეცემა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. მსოფლიო ვაჭრობა 15%-ით შემცირდება.

გაეროს წამყვანი ეკონომისტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ორმაგი კრიზისია როგორც ჯანდაცვაში ასევე ეკონომიკაში. მის თქმით, მთავრობებს მოუწევთ იზრუნონ კორონავირუსის გავრცელების შემცირებაზე და ამასთანამდე მინიმუმადე დაიყვანონ მისი გავლენა ეკონომიკაზე.