მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა აიკრძალოს თუ არა ძველი ავტომობილების მოძრაობა? - ასოციაციის პოზიცია

6330425b24022
ინგა მურუსიძე
25.09.22 15:54
1801
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ალექსანდრე ნონიაძე აცხადებს, რომ საქართველოში ძველი ავტომობილების აკრძალვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. საკითხზე მან „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ გაჟღერდა ინიციატივა ძველი ავტომობილების შესაძლო აკრძალვის შესახებ. ინიციატივა ჯერ მომზადების პროცესშია. საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. ინიციატორები კანონის მიღების აუცილებლობას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების არგუმენტით ხსნიან.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ, მომხრე ვართ, რომ მავნე ნივთიერებების პრობლემა მოგვარდეს, რადგან ეს ყველასთვის მისაღებია. თუმცა ავტომობილების უმეტესობა, რომელიც საქართველოში გადაადგილდება, 10 წელს ზემოთაა, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკური მდგომარეობა არ უწყობს ხელს უფრო ახლები იყიდონ. არალოგიკურია, შეეძლოთ 2022 წლის ავტომობილების ყიდვა და 1996 გამოშვებული ავტომობილები შეიძინონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი აზრით, მიდგომა არასწორია, არ შეიძლება ეკონომიკურ გამოწვევებს სამართლებრივი გზით ებრძოლო. ისევ ეკონომიკური ბერკეტებით უნდა მოაგვარო ეს პრობლემა“, - განაცადა ალექსანდრე ნონიაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იდეის დონეზეა ჯერჯერობით, თუმცა ამ ფორმით მისი მიღება, არასწორია.

„გასაგებია, რომ რეექსპორტს არ ეხება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვთქვათ აზერბაიჯანში უნდა გაეყიდა იმპორტიორს მანქანა და ვერ გაყიდა, რა უნდა ქნას? პანდემიის დროს ჩვენმა დარგმა სერიოზული პრობლემები გაიარა და ახლა კიდევ ახალი რეგულაცია გამართლებული არ იქნება.

აუცილებელია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს ვებრძოლოთ ეკონომიკური ბერკეტებით და არა სამართლებრივად, ერთი ჩაქუჩის დარტყმით“, - განაცხადა ნონიაძემ.