შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. კვლევა სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ტარდება და მის შესახებ ინფორმაცია სწორედ მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1,195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
ტენდერის შედეგად შერჩეულმა კონტრაქტორმა კომპანიამ - Centro Elettrotecnico Sperimentale Italiano-მ 8,951,059 ლარად უნდა ჩაატაროს კვლევა (Feasibility Study) იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ამ კაბელების აშენების ბიუჯეტი, ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა.
აღნიშნული კვლევის სამუშაოებს თავად მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ახალ კაბელთან დაკავშირებით ბოლოს განცხადება ერთი წლის წინ გააკეთა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შავი ზღვის ფსკერზე ახალი კაბელის მშენებლობის პროექტი ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
მაღალი ალბათობით მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის და ახალი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი ევრო იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი