მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან - ჰარცელი სააკაშვილზე

6197646c1a441
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.21 12:45
667
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ომბუდსმენის ინსტიტუტს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან იქნება შესაბამისობაში.

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მის მიერ გაკეთებულ საქმეებს და მის როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. გვინდა, რომ ფოკუსში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოხდეს მისი ობიექტური შეფასება.

გვსურს, ვიხილოთ ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია, რასაც ხაზს უსვამს ის მოვლენებიც, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად არსებული ჩიხური ვითარება იყოს დაძრული და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ამ ყველაფერში გათვალისწინებული იყოს საქართველოს ადგილობრივი უფლებები და საერთაშორისო ვალდებულებები", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დაჟინებით მოუწოდებს, რომ დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და გათვალისწინებული იყოს მასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები.