27.ივლისი .2020 00:00

უნდა გაიხსნას თუ არა საზღვრები და რა არის მთავარი გამოწვევა? - გაჩეჩილაძის მოსაზრება

views 1478
უკან

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, მთავარი გამოწვევა covid-19-ის ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლაა.

როგორც მან BMG-ის პროექტ #BMGDRIVE-ში ისაუბრა, თუ საქართველო კიდევ დიდხანს დარჩება ჩაკეტილი, ეს პირველ რიგში, ნეგატიურად საშუალო ფენების ცხოვრების დონეზე აისახება.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პაკეტებს დადებითად აფასებს.

„ბევრი რაღაც გაკეთდა. მე სუბსიდიების დიდი მომხრე არ ვარ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული პერიოდია და შეიძლება, ამას გამართლება ჰქონდეს. ამ ნაწილს (იგულისხმება სუბსიდიები) მე მაინცდამინც არ გავზრდიდი. ფაქტია, ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა ტურიზმის სექტორს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სასტუმროებზე, რესტორნებზე და ზოგადად, გართობის ბიზნესზე, ამიტომ ალბათ, ყველაზე მეტად გვერდში დგომა ამ დარგს სჭირდება. თან ტურიზმი ისეთი სფეროა, რომელიც მთელ ქვეყანაზე ვრცელდება, ვინაიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ფართოდ ნაწილდება რეგიონების მოსახლეობაზე. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ნელ-ნელა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება.

ტურიზმის და ზოგადად, მთელი ქვეყნის ინტრესებიდან გამომდინარე კი, იმედი მაქვს, მალე შესაძლებელი იქნება საზღვრების გახსნა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, ბუნებრივია, როდესაც ამ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევები ჯამურად შემცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ცოტათი მეტად შემოვა, მაგრამ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვირუსის შემთხვევაშიც გადაცემები იყოს მინიმალური და აქედან გამომდინარე, ეკონომიკაც არ დაინგრეს. შეიძლება 3 თუ 6 თვე გავძლოთ, მაგრამ სულ ჩაკეტილები თუ დავრჩებით, ეს ძალიან რთული იქნება ფართო მასებისთვის - ყველაზე მეტად ჩაკეტვა ღარიბ ფენას დაარტყამს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა