მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გვეშინოდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის? - Microsoft-ის წარმომადგენლის პასუხი

5dbc29976bab6
ლევან თაღიაშვილი
01.11.19 22:00
3972

Microsoft-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში მარკო მარნი BM.GE-ისთან ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას სხვადასხვა ინდუსტრიულ რევოლუციებს იხსენებს და ამბობს, რომ ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების ყოველთვის ეშინოდათ.

კითხვაზე, "უნდა ეშინოდეთ თუ არა ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის", მარკო მარნი პასუხობს, რომ ამ ინოვაციას ბევრი პოზიტიურის მოტანა შეუძლია, უბრალოდ აუცილებელია, ადამიანებისთვის განათლების მიცემა და იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება AI-ს(ხელოვნური ინტელექტის) გამოყენება.

„ხელოვნური ინტელექტის გარშემო ზუსტად იგივე ხდება, რაც სხვა ინდუსტრიული რევოლუციების პერიოდში. ადამიანებს ეშინიათ ახალი ტექნოლოგიების. გაიხსენეთ რა ხდებოდა, როდესაც პირველი ავტომობილი იქმნებოდა. ადამიანებს ეშინოდათ, რომ რობოტები ჩაგვანაცვლებდნენ. ამის არ უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, მისი გამოყენება. ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ბევრი პოზიტიურის მოტანა შეუძლია. საჭიროა იმის გაანალიზება, თუ რა სფეროებში მოგვიწევს სიფრთხილის გამოჩენა და მათი დარეგულირება, იქნება ეს კიბერ დანაშაული, Fake News თუ სხვა. პარალელურ რეჟიმში ადამიანებს განათლება უნდა მივცეთ და ვასწავლოთ მათი მოხმარება,“ - ამბობს ის.

მისივე თქმით, 21 წლის წინ "მერსედესმა" წარმოადგინა პირველი კრუიზ კონტროლი, რომელიც ავტომობილის სიჩქარეს თავისით არეგულირებდა. მაშინ ეს დიდ ინოვაციად ითვლებოდა, დღეს კი, ეს ფუნქცია თითქმის ყველა მანქანას აქვს. ამიტომ მარკო მარნი ამბობს, რომ 5-10 წელიწადში თვითმართვადი ავტომობილები ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი გახდება.