31.მარტი .2020 23:20

უნდა მოხდეს მსხვილი ფერმერების შეკრება და მოსმენა - მამუკა ხაზარაძე

views 372
უკან

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ მთავრობა ფერმერებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმით უნდა დაეხმაროს, რომელიც ორმხრივ ვალდებულებაზე იქნება დაფუძნებული.

კონკრეტულ ფორმებზე საუბრისას ხაზარაძე მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწებისა და ტექნიკის ფერმერებისთვის გადაცემას ასახელებს.

„უპირველს ყოვლისა ჯერ კიდევ არის ხვნა-თესვის დრო, უნდა მოხდეს მსხვილი ფერემერების შეკრება და მოსმენა. შეიძლება მოხდეს ინტერვენცია მათ საქმიანობაში, სახელმწიფომაც და ფერმერმაც უნდა აიღოს ვალდებულება. ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს ის, რომ ის მიწები, რომელიც სახელმწიფოს ხელშია ყოველგავრი გადასახადის გარეშე გადაეცეს ფერმერებს, მსხვილ და საშუალოს, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა. შეიძლება იყოს თანადაფინასება, ასევე ტექნიკა რომელიც სახელმწიფომ შეიძინა და ვერ იყენებს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს იმისთვის, რომ მათ სტიმული მივცეთ. ცოტა დროა, გაზაფხული სრულდება მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საფუძველი ჩავუყაროთ განწყობას რომ სახელმწიფო ფულს კი არ ყრის, არამედ იმ ხალხის მობილიზებაზეა ორიენტირებული, რომლებმაც კონკრეტული წარმატებული მაგალითები დადეს.

მეორეა ემიგრანტები, ეს ადამიანები ქალაქიდან სოფლებში ბრუნდებიან. კომპლექსურად შეიძლება უახლოეს თვეეებში არ მოესწროს, მაგრამ აქაც დიდი ხელშეწყობა შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან, თესლის შეტანის და პატარ-პატარა განათლების შეტანის თვალსაზრისით, რადგან ადამიანებმა არ იციან როგორ უნდა იყვნენ ეფექტურები. კომპელექსური მიდგომა უნდა იყოს.

ჩვენ დღეს მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას ვყიდულობთ უცხოეთში სურსათ-სანოვაგის თვალსაზრისით და მხოლოდ 250 მლნ-ის გაგვაქვს. ეს ბალანსი უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ნაყოფიერი და ნოყიერი მიწა და შეგვიძლია ვაწარმოოთ ყველაზე ჯანსაღი პროდუქცია. ვაწარმოოთ ბიოპროდუქცია, ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი თავი გამოვკვებოთ და არამხოლოდ გამოვკვებოთ, არამედ ამ მიმართულებით საექსპორტო ქვეყნად ვიქცეთ. ორ ციფრს მოგიყვანთ მარტო ევროპის ბაზარი არის 36 მლრდ-იანი ბაზარი, მარტო ბიოპროდუქციაზე მაქვს საუბარი და აშშ არის 40 მლრდ-იანი. ჩვენ იქ არანაირი პროცენტი არ გვიკავია, შესაბამისად კრიზისის მერე მთელი მსოფლიო გადაეწყობა ჯანსაღი პროდუქციის მოხმარებაზე და ეს არის ჩვენი შანსი. მით უმეტეს როცა საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან და უამრავ სხვა ქვეყანასთან.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა