07.მარტი .2020 12:46

უნდა შეიკავოთ თუ არა თავი საქართველოს კურორტებზე დასვენებისგან? - გამყრელიძის პასუხი

views 938
უკან

შიდა ტურისტულ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ არსებობს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, კორონავირუსის გამო ქვეყნის გარეთ გადაადგილებასთან ერთად, უნდა შეიკავონ თუ არა თავი ადამიანებმა საქართველოს ფარგლებში საკურორტო ზონებში დასვენებისგან.

“უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, ვინც გუდაურში, ბაკურიანში თუ ბახმაროში ისვენებენ, თუ ისინი ბოლო 2 კვირის განმავლობაში არიან ნამყოფები იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოვთვალეთ(იტალია, ირანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) სწორედ მათ შეიკავონ თავი და დაემორჩილონ კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმს, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ საფრთხე შიდა მოგზაურებისთვის”,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის 12-ვე დადასტურებული შემთხვევა არის უცხოეთიდან შემოსულ ადამიანებზე და ვირუსის გავრცელება ქვეყნის შიგნით არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა