„ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მათ „ზედაზენის“ საწარმოში ამერიკის ელჩის სტუმრობისას წარმოების პროცესში არსებულ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათ პანდემიის პერიოდში და მანამდე ექმნებოდათ. ამის შესახებ ბიზნესმენმა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.
„(ამერიკის ელჩთან) ძირითადი საუბარი შეეხებოდა ჩვენ ხედვას, თუ რა პრობლემებს ვხედავთ ქართულ ბიზნესში. 13 სრულყოფილი თანადამედროვე ტიპის ქარხანა გვაქვს აშენებული და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენს გამოწვევებზე იყო საუბარი.
ჩვენი შეხედულებით ძირითადი პრობლემა იყო სასამართლო. პანდემიის ფონზე ლიკვიდობის კრიზისი ჯერ არ დაწყებულა, ის დაიწყება გვიან შემოდგომაზე და გადავა 2021 ის გაზაფხულზე. გაზაფხულის შემდეგ გადავა შედარებით, მაგრამ იქამდე რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ამერიკის ელჩთან საუბარი შეეხებო იმ პრობლემებს, რაც ბიზნესში არსებობს, იგივე საფინანსო ინსტიტუტებთან, სასამართლოსთან, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩოჩელმა.
მისი თქმით, კომპანია 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიზნესის კეთების კუთხით მრავალ პრობლემას და დაბრკოლებას აწყდებოდა და იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს გამართული კანონმდებლობა უნდა შეიქმნას.
„ჩვენი ჯგუფის მაგალითზე რომ ავიღოთ, პირველი პატარა წარმოება 1991 წელში გავაკეთე, მაშინ ხელისუფლება რომ შეიცვალა, სახელმწიფოს მხრიდან იყო ინტერესი, საიდან გვქონდა, სად შევიძინეთ ეს დანადგარები, ეს იმ დროს, როდესაც იძარცვებოდა და იშლებოდა ქარხნები, ჩვენ კი ამ დროს ვაკეთებდით ბიზნესს და ეს დიდად არ მოსწონდათ.
ხელისუფლებების ცვლილებების დროს პრობლემები გვქონდა, ბოლოს ეს პრობლემები დასრულდა, მაგრამ თუ დღეს ჩვენს ბიზნესს ავიწროვებენ, ხვალ სხვას შეავიწროვებენ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ბიზნესის შევიწროვება. ეს უცხოელის თვალით ასე არ აღიქმება და ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ბიზნესს ავიწროვებენ, ეს უცხოელებში აყალიბებს დამოკიდებულება როგორ ექცევა სახელმწიფო ბიზნესს... ნებისმიერი ბიზნესი დაკავშირებულია უცხოელ პარტნირებთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება და კავშირები აქვს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ კანონმდებლობა, რომ ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუხებელი”, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
წარმოებების გამოწვევებზე საუბრისას ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმპორტზე დამოკიდებულებაა.
„დიდად არც არაფერი შეცვლილა, მეთოდები და ლაპარაკის ტონი იცვლება და სახელმწიფოს დამოკიდებულება იცვლება, მაგრამ ძირითადი შემადგენელი ნაწილი არ იცვლება.
ჩვენ რეალურად ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით, 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა, იქიდან მოყოლებული ვერ მოვახერხეთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქტით.
ჩვენი მოხმარებული საქონლის 70% არის იმპორტირებული. თუ ავიღებთ ისრაელის მაგალითს, 30 წლის განმავლობაში ნულიდან შექმნილი სახელმწიფო 80-იან წლებში უკვე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იყო, რომელიც დაკავებული ექსპორტს ახორციელებდა და ჩვენ კი ჯერ კიდევ იმპორტიორები ვართ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის