„არცერთი ჩინოვნიკისგან არ მომისმენია, რომ არ უნდათ ანაკლიის პორტი“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერ-მინისტრმა კითხვას - უნდა თუ არ უნდა საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.
bm.ge-მ „ოცნების“ ყოფილ მინისტრს, რომლის დროსაც დაიწყო პროექტზე მუშაობა, რამდენიმე ბლიც-კითხვა დაუსვა.
- წელს პირველი გემი უნდა მიეღო ანაკლიის პორტს, მაგრამ მივიღეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაწყვეტილი ხელშეკრულება. ასეთი შედეგიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გულწრფელად მიპასუხოთ - არ გვინდა ეს პორტი?
- მე გაგეცით პასუხი, მე არ მომისმენია არცერთი ჩინოვნიკისგან, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანას არ სჭირდება.
- მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კონსორციუმს შეძლებოდა ფინანსების მოზიდვა დონორებისგან?
- თქვენ ისევ შეფასების მხარეს მიგყავართ და ჩვენ შევთანხმდით, რომ მე არც კარგ და არც ცუდ შეფასებას არ გავაკეთებ...
- არადა დღეს ხომ უკეთ ხედავთ, რას აკეთებდით როცა იყავით ხელისუფლებაში და რას გააკეთებდით გარედან?! კარგი მაშინ ასე გკითხავთ - მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ კაბალური ხელშეკრულება დაუდო სახელმწიფომ. რატომ მოექეცით ასე?
- არ ვიცი, ხელშეკრულება კაბალურია თუ - არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სხვამ, მესამე პირმა, რადგან მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს ჩემი გუნდი იჯდა და მე ვიცი ერთი რამ, რომ ხელშეკრულება სახელმწიფოს იცავს ძალიან კარგად. ძალიან კარგი იურისტები გვყავდა აყვანილი ჩვენც, ისევე როგორც მეორე მხარეს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი