24.ნოემბერი .2022 19:00

უნდა ვაღიარებდეთ, რომ ეს [ევროპული პერსპექტივა] არ არის ჩვენი მიღწევა - პრეზიდენტი

უნდა ვაღიარებდეთ, რომ ეს [ევროპული პერსპექტივა] არ არის ჩვენი მიღწევა - პრეზიდენტი
views 550
უკან

დღეს ისტორიული მომენტია, ისტორიული, რადგან რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ჩვენ დღეს ამას [ევროპული პერსპექტივის მინიჭება] ჯერ ნამდვილად ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ის სიტყვით გამოვიდა სამართლის განათლების და ექსპერტიზის ცენტრის „მართლმსაჯულების სახლი“ პრეზენტაციაზე.

„ყველამ ვიცით, რომ დღეს ისტორიული მომენტია, ისტორიული, რადგან რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ჩვენ დღეს ამას [ევროპული პერსპექტივის მინიჭება] ჯერ ნამდვილად ვერ მივიღებდით. ეს უნდა ვიცოდეთ და ვაღიარებდეთ ყოველ წუთში, რომ ეს არ არის ჩვენი მიღწევა. საქართველო, ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე, მართლაც იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, მაგრამ ცოტათი ჩამოვრჩით ჩვენი ერთობლივი ბრალეულობით. ბოლო პერიოდში კი, მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდით - კანდიდატურის წარდგენა. ამისათვის თარიღიც კი იყო დასახელებული - 2024 წელი, თუმცა ამისთვის არაფერი იყო მზად.

ეს მოხდა და დღეს ჩვენ ამით ვსარგებლობთ, რისთვისაც ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ უკრაინის. დღესაც უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არ ჩერდება საჰაერო თავდასხმები, უკვე გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭო და იქაც ჩანს, თუ რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა. მინდა პატივი მივაგო უკრაინაში დაღუპულ ოცდამეშვიდე ქართველს. ისინი არ არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, მაგრამ არიან ქართული ღირსების წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა