მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვეცადოთ, გავაცოცხლოთ ეკონომიკა და მოვიზიდოთ ინვესტიციები - პრეზიდენტი

607014d44268c
ინგა მურუსიძე
09.04.21 12:47
562
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად ქვეყნის ეკონომიკას და კრიზისის გადალახვას ასახელებს.

მან საკითხზე პარლამენტში ყოველწიური მოხსენების წარდგენისას ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც კი გაყოფილია, ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები, ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ კრიზისის დაძლევაში სოლიდარობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

„ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვას და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.