მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვიფიქროთ DFC-ის ოფისზე რეგიონში, ამ მხრივ, საქართველოს პოტენციალი აქვს - შაჰინი

641c0e1690787
მარიამ ვარადაშვილი
23.03.23 12:41
1068
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შავი ზღვის რეგიონში უფრო კოორდინირებული სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საკომიტეტო მოსმენაზე ჰკითხა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც სენატორი ამბობს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ და სურსათის მიწოდების არხების მორღვევამ აჩვენა, როგორი მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი.

“როგორც იცით შავი ზღვის რეგიონში ექვსი ქვეყანა მდებარეობს, რომელთაგან სამი NATO-ს წევრია. უკრაინა კი აშშ-ის მნიშვნელოვანი მეგობარია. სტრატეგია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც თითოეული ქვეყნისთვის კრიტიკულია. ასევე, დემოკრატიული რეზისტენტულობის მშენებლობა, რადგან ეს ქვეყნები გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობენ”,-განაცხადა ბლინკენმა.

შაჰინმა ასევე ისაუბრა საქართველოზე და თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული თვალსაზრისით უკუსვლაა.

“მინდა გითხრათ, რომ თებერვლის ბოლოს რეგიონში ვიყავი, კონკრეტულად კი რუმინეთსა და საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ რეგიონზე უფრო კომპლექსურად დავიწყოთ ფიქრი და ასევე შევხედოთ ეკონომიკურ პოტენციალს. საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო. როცა ვუყურებთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმედგაცრუებული ვარ მთავრობის მიერ დემოკრატიის კუთხით უკუსვლის გამო, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ხალხი ერთგულია ევროპისა და NATO-ს მომავლის. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ უკეთ მათ ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენმა ელჩმა დეგნანმა ბრწყინვალე საქმე გააკეთა, თუმცა როგორც აღვნიშნე, უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი აქვს და ეს მნიშვნელოვანი იქნება”,-აცხადებს შაჰინი.

2021 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძემ ფონდის პირველ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფონდის ორი ძირითადი ამოცანა დაასახელა, რომელთა შორის იყო DFC-ის რეგიონული ოფისის შექმნა.