მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ - რობერტა მეცოლა

62acaee478109
ალა ისპირიანი
17.06.22 20:55
1409
"უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა. 

"ავტოკრატიის წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური მესიჯია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ.   ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი უნდა დარჩეს ღია . გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება," - წერს რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კანდიდატის სტატუსს ითვალისწინებს. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.