მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა“ - გიორგი გახარიას გზავნილი ოპოზიციას

5fb8a6a4e5f74
თელარა გელანტია
21.11.20 09:32
575
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა მედიას უთხრა, არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი.

ამასთან, გიორგი გახარიამ ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

„ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც პანდემიის დროს, როგორც - პირველ, ისე მეორე ტურში ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, თან დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა. ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და ყველა პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატში - პარალმენტში. ესაა ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, ერთმანეთთან მოლაპარაება უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ესაა ჩვენი მოქალაქის დაკვეთა და დავალება, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.