20.სექტემბერი .2021 21:57

UNDP-მ მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

UNDP-მ მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
views 1457
უკან

UNDP-მ მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენის ვადა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთია.

კონკურსის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა. პრიორიტეტულია არსებული ბიზნესის გაფართოებასთან და/ან გაძლიერებასთან დაკავშირებული იდეები.

ერთ ბენეფიციარზე ტექნიკური დახმარების მოცულობა არაუმეტეს 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ტექნიკა, აღჭურვილობა ან მასალები უნდა იყოს.

საგრანტო კონკურსის ინიციატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ფერმერ ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა