„გავავრცელოთ ინფორმაცია. ნუ გავავრცელებთ ვირუსს” - ამ მოწოდებით. გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს COVID-19 ვირუსის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებელ გავრცელებას საქართველოს მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს შორის.
აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მხარდაჭერით ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია COVID-19 ვირუსის გავრცელებისა და ამის შედეგად დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
ამასთან, ინფორმაციის გავრცელების დაუყოვნებელი აუცილებლობის გათვალისწინებით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა 35 000 ბუკლეტი, სადაც ასახულია კარანტინის ზონაში მოქმედი წესები. ბუკლეტებში ასევე მოცემულია ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესახებ, რომლებიც 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოქმედებს.
საინფორმაციო მასალები გავრცელდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც კარანტინის ზონად 2020 წლის 23 მარტს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრები ერთ-ერთი დაავადებული პირის დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. მასალები ასევე ვრცელდება საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც მოსახლეობა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საუბრობს.
“ზუსტი და სანდო ინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითო და აღსანიშნავია. ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ამ რთულ დროს გვერდში დავუდგეთ ქვეყნის ხელისუფლებას და ხელი შევუწყოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის საყოველთაო გავრცელებას ისე, რომ ქვეყნის არც ერთი მოაქალაქე დარჩეს ყურადღების მიღმა”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა ხორციელდება გრძელვადიანი ინიციატივების ფარგლებში, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების დაფინანსებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2012 წლიდან ახორციელებს. ინიციატივების მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.
პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ინიციატივების ფარგლებში არსებული რესურსების ნაწილი მიმართული იქნება ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის