25.მარტი .2023 19:04

UNDP საქართველოში განვითარების პროგრამებზე წლიურად, დაახლოებით, $30 მილიონს ხარჯავს - ბერესფორდი

UNDP საქართველოში განვითარების პროგრამებზე წლიურად, დაახლოებით, $30 მილიონს ხარჯავს - ბერესფორდი
views 524
უკან

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ნიკ ბერესფორდის ინფორმაციით, UNDP საქართველოში განვითარების პროგრამებზე წელიწადში, დაახლოებით, 30 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

“ადამიანები საქართველოს საუკეთესო აქტივია ძლიერი და ინკლუზიური ეკონომიკის ასაშენებლად. ინვესტიცია ადამიანურ განვითარებაში, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, მდგრადი ეკონომიკური ზრდის გასაღებია", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ნიკ ბერესფორდის თქმითვე, მთლიანად გაეროს მიერ საქართველოში განვითარების პროგრამებზე დახარჯული თანხა წელიწადში 60 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

საქართველოში UNDP 1993 წლიდან მუშაობს და მისი საქმიანობის მიზანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა