მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა - თამარ გაბუნია

6390a6f66a4ef
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 18:49
552
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვირუსული ინფექციების კლების ტენდენცია კლინიკურ სექტორსაც დაეტყო. თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპის და სხვა, გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც. ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია. შესაბამისად, წელს, სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

„დღეს, ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის. ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა. დეკემბერში, ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით. დღეს, ძირითადად, ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.