09.მაისი .2022 10:30

ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
views 580
უკან

9-11 მაისს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა, სადაც შეხვედრებს  სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.

ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.

"ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ - საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ - ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა