მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპუბლიკური საავადმყოფო" - ვისურვებდით, ვაქცინაციის მხრივ უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო

6151d87dd0ff2
ინგა მურუსიძე
27.09.21 21:50
814
ვისურვებდი, ვაქცინაციის მხრივ სიტუაცია უკეთესი ყოფილიყო, - ასე პასუხობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ თუ როგორია რესპუბლიკურში ვაქცინაციის მაჩვენებლები.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ვაქცინაციის საკითხზე ვიტყოდი, რომ ჯობდა ცოტა უკეთესად ყოფილიყო, თუმცა ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ნაწილი აცრილია. ზუსტად მაჩვენებლებს ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობთ, თვის ბოლოს სასურველი შედეგი დაიდება“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

კითხვაზე, ექიმების დარწმუნება რატომ გაუჭირდათ, უგრეხელიძე პასუხობს, რომ ექიმებზე მეტად ტექნიკური ნაწილის თანამშრომელთა და უმცროს ექიმებთან შეიქმნა მცირე პრობლემა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მალე აღმოიფხვრება.