მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში იმუნური ფენა 65-70%-ის ფარგლებშია” - გამყრელიძე

61d70adf903a9
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 20:00
1653
“საქართველოში იმუნური ფენა 65-70%-ის ფარგლებშია”, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგდოებრივი ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს. მისი განმარტებით, ბოლო გაანგარიშება მოიცავს სრული მოსახლეობის როგორც აცრილების, ისე ვირუსგადატანილების რაოდენობას.

“ჩვენ ვანგარიშობთ ქვეყანაში იმუნურ ფენას, რომელიც შეიქმნა ამ ორი წლის განმავლობაში მათ შორის შედიან ისინი, ვინც გადაიტანა ვირუსი და ისინიც, ვინც აიცრნენ. ეს არის დაახლოებით 65-70% და აქ ბავშვებიც იგულისხმება.

ვფიქრობთ, რომ იმუნური ფენა არის ასეთი, მაგრამ ომიკრონმა აქაც შეიტანა კორექტივები, ის გვერდს არ უვლის ორჯერადად აცრილებს და აქ ყველაზე მეტი დაცულობა აქვს ბუსტერ დოზას.

ლაბორატორიულად უკვე 423 ომიკრონის შემთხვევა გვაქვს. მთლიანად, რაც ქვეყანაში ცირკულირებს, იმ შტამების 5.2% უკვე არის ომიკრონი. მაგრამ საბედნიეროდ, 423-დან 18 წლამდე იყო 23 და მათგან 6 იყო 5 წლამდე ასაკის. გუშინდელი 250 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზება დასჭირდა მხოლოდ ხუთს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით გავრცელდება ის. დილის მონაცემებით 2.5 მლნ იყო მსოფლიოში.

ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველდღიური მაჩვენებელი 800-900 ათასს არ სცდებოდა, სხვადასხვა ტალღების პიკზე. ასეთი არ ყოფილა, ანუ ზეწოლა იზრდება სერიოზულად” -განმარტავს გამყრელიძე.