მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წელს "წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" იქნება

5d9b77d196905
BM.GE
07.10.19 21:40
3493
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წელს "წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" იქნება. 

ამ ტიტულის მინიჭებით, 2021 წლის 23 აპრილიდან ანუ წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღიდან, თბილისში UNESCO-ს ეგიდით არაერთი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება.

UNESCO-მ შესაბამისი გადაწყვეტილება მრჩეველთა კომისიის რეკომენდაციით მიიღო, რომელიც შვეიცარიაში ივნისში შეიკრიბა. 

სხვადასხვა დროს, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად ისეთი ქალაქები იყო დასახელებული, როგორებიცაა: მადრიდი, ნიუ დელი, ტურინი, ბუენოს აირესი, ათენი და ა.შ. 

თბილისის, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის, მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება.