მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNESCO: უკრაინაში ომის შედეგად 53 ისტორიული ადგილი დაზიანდა

6247f6ad1baea
თამთა ჯიჯავაძე
02.04.22 11:09
741
UNESCO აცხადებს, რომ უკრაინაში 53 ისტორიული ადგილი დაზიანდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. დაზიანებულ ისტორიულ ადგილებს შორის არის 29 ეკლესია, 16 ისტორიული შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი მონუმენტი.

რამდენიმე მათგანი უკრაინის ორ უდიდეს ქალაქში - კიევსა და ხარკოვშია.

„ეს არის ბოლო განახლებული სია, ჩვენი ექსპერტები აგრძელებენ მსგავსი შემთხვევების აღრიცხვას და იდენტიფიცირებას“, - განაცხადა UNESCO-ს პრესსპიკერმა AFP-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, UNESCO მსგავსი ფაქტების აღმოსაჩენად თანამგზავრის ფოტოებს და თვითმხილველების მიერ მიწოდებულ ცნობებს იყენებს.