მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიო“ მზადაა, უკრაინელი დევნილები დაასაქმოს

626aa15b43613
თელარა გელანტია
28.04.22 22:20
1044
ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია "დიო" მზადაა, ომის გამო საქართველოში ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეები დაასაქმოს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა განუცხადა, 4-დან 10-მდე ვაკანსიის მოძიება შეუძლია.

საქმე ის არის, რომ დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - "საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების შესაძლებლობებები" გაიმართა, სადაც უკრაინელი დევნილების დასაქმებაზე იმსჯელეს.

„საინტერესო ინციიატივააა. ზაფხული მოდის, "დიოს" სეზონი იწყება და ძალიან ხშირად დამატებითი კადრები გვჭირდება, როგორც მამაკაცები, ისე - ქალები.

ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია უკრაინელი მოქალაქეები დავასაქმოთ საწარმოში - შეიძლება ენის ბარიერის გამო წამყვან პოზიციებზე დასაქმება ვერ მოხერხდეს, მაგრამ კადრები გვჭირდება. ასევე, გვაქვს საშუალება, მათი მომსახურება სასტუმრო „ნუნისშიც“ გამოვიყენოთ, რომელსაც ვფლობთ“, - აცხადებს ირმა დაუშვილი.