მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი 28 მარტიდან საკარანტინე რეჟიმზე გადადის

5e7dbb23a695b
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 13:00
874
უნგრეთის მთავრობა ხვალიდან კარანტინის რეჟიმს აცხადებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, 28 მარტიდან 11 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აკრძალული ექნებათ. ინფორმაცის ამის შესახებ bbj.hu ავრცელებს. 

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სურსათის საყიდლად მაღაზიებში მიდიან. ასევე დაშვებული იქნება გამონაკლისი სამსახურში სიარულთანაც დაკავშირებით, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

კარანტინის რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებლობა პოლიციას დაეკისრება. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ჯარიმა დაეკისრებათ.

ორბანის თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში იქნება მზად.

27 მარტის მონაცემებით, უნგრეთში ახალი კრონავირუსის 300 (ბოლო 24 სთ-ში +39) დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 ინფიცირებული.