მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი EU-ში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევა - TI

63da29420b353
მარიამ ვარადაშვილი
01.02.23 13:18
710
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უნგრეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევა. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, კორუფციის კუთხით საჯარო სექტორში ქვეყანას ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს. ინდექსში უნგრეთს 100-დან 42 ქულა აქვს და 180 ქვეყნას შორის 77-ე ადგილს იკავებს.

აქამდე ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე კორუმპირებულად ბულგარეთი მიიჩნეოდა და ინდექსშიც ყველაზე ცუდი მაჩვენებელიც მას ჰქონდა. თუმცა, წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში უნგრეთი ოთხი ადგილით ჩამოქვეითდა. ქვეყანაში არსებული კორუფცია და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც, ევროკავშირმა უნგრეთს 30 მილიარდი დოლარის მოცულობის დამხარება გაუჩერა. თავის მხრივ, უნგრეთის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს. Bloomberg წერს, რომ 2010 წლიდან, რაც ქვეყანის პრემიერი ვიქტორ ორბანი გახდა, კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნის პოზიცია 24 ნიშნულით გაუარესდა. 

ინფორმაციისთვის, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში ყველაზე კარგი შედეგები დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას, ნორვეგიასა და სინგაპურს აქვს. ყველაზე დაბალი კი - სომალის, სირიას, სამხრეთ სუდანს და ვენესუელას.