მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი მზადაა რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს - Reuters

624dd880a939f
ალა ისპირიანი
06.04.22 22:45
1404
Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

გამოდის, რომ ამ ფორმით ბუდაპეშტი ღიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის პოზიციას, რომელთაც უარი თქვეს ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმზე რუბლში გადახდასთან დაკავიშირებით.

ცნობისთვის, 23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არამეგობრულ ქვეყნებში გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

აღსანიშნავია, რომ რუსული გაზის ყიდვაზე უარი უკვე თქვა ბულგარეთმა. ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ასენ ვასილევის განცხადებით, ქვეყანა Gazprom-თან გაფორმებულ კონტრაქტს აღარ განაახლებს და ბუნებრივ აირს სხვა მიმწოდებლებისგან შეიძენს.