მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი თურქულ საბჭოში წევრიანდება

5d9c476c975dd
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 12:20
835

უნგრეთი თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ოფიციალური წევრი გახდება. kursiv.kz-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ბუდაპეშტის სავაჭრო და სამრეწველო პალატის გამგეობის წევრმა კოვაჩ ჯოზეფმა ტაშკენტში თურქულ ბიზნესისა და ინვესტიციების ფორუმზე გააკეთა.


აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მონაწილე ქვეყნების 500-ზე მეტი მეწარმე და თურქული საბჭოს დამკვირვებლები ესწრებოდნენ.



უნგრეთი თურქულ საბჭოში 2018 წლიდან დამკვირვებელია. 2019 წლის 19 სექტემბერს, ბუდაპეშტში საბჭოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ ეს თურქულ სამყაროსა და ევროპის ბიზნეს წრეებს შორის პარტნიორობის განვითარებას ხელს შეუწყობს.


თურქთა საბჭო აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭივანში 2009 წლის ოქტომბერში შეიქმნა. საბჭოს მიზანია, წევრ სახელმწიფოებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება. ბოლო დრომდე მისი წევრები ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი იყვნენ. 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში თურქულ საბჭოში გაწევრიანების შესახებ რატიფიკაცია მოახდინა უზბეკეთმაც. ის წელს 14-15 ოქტომბერის საბჭოს მეშვიდე სამიტზე სრულუფლებიანი წევრის სახით იქნება წარმოდგენილი.