მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის მინისტრი: ზოგჯერ საკუთარი გზით უნდა იარო და არ დაუჯერო IMF-ს ან ევროპის ცენტრალურ ბანკს

5db1b3ce90501
ლევან თაღიაშვილი
25.10.19 10:10
1311

უნგრეთის ინოვაციებისა და ტექნოლგიების მინისტრმა ლასზლო პალკოვიჩმა BMG-სთან ვრცელ ინტერვიუში 2007-2010 წლებში, უნგრეთში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ქვეყანამ საკუთარი, არატრადიციული ნაბიჯები გადადგა, რამაც გაამართლა.

მისი თქმით, ეკონომისტების უმრავლესობა რჩევებს იდეოლოგიებზე დაყრდნობით გასცემს, რაც ხშირად რეალობას არ ასახავს. მინისტრის განცხადებით, ზოგჯერ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებს არ მიჰყვე და საკუთარი, უნიკალური გზა მოძებნო პრობლემების გადასაჭრელად.

„არ არსებობს არც ერთი 100%-ით სწორი რეკომენდაცია. თქვენ თავად უნდა დაუსვათ თქვენს თავს დიაგნოზი და ეს დიაგნოზი ყველანაირი იდეოლოგიისგან დაცლილი უნდა იყოს. მოვლენებს გვერდითა მხრიდან უნდა შეხედოთ. ეკონომისტები ძირითად რჩევებს იდეოლოგიაზე დაყრდნობით გასცემენ, რაც ხშირად რეალობას ნაკლებად ასახავს. საკუთარი, უნიკალური გზით სიარული აუცილებლად იძლევა შედეგს და თან ბევრად ეფექტიანს ვიდრე სხვადასხვა რეკომენდაციების გათვალისწინება.

რა თქმა უნდა, მათ უნდა მოუსმინო და გაიგო მათი აზრი, მაგრამ საბოლოო ჯამში შენი უნიკალური რეცეპტით უნდა იმოქმედო. უნგრეთი სწორედ ასე მოიქცა, მიჰყვა არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებს, არ გაითვალისწინა გარკვეული რჩევები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და ევროპის ცენტრალური ბანკისგან. საბერძნეთმა კი სხვის რჩევებს დაუჯერა და მათი ეკონომიკა 25%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც ბოლო 10 წელიწადში უნგრეთის მშპ 30%-ითაა გაზრდილი“ - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მინისტრი საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო.