მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთისა და სლოვაკეთის სურვილია, არ შეუერთდნენ რუსული ნავთობის ემბარგოს - Reuters

6272961699800
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 19:20
612

დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების  ყველაზე მკაცრი, ჯერჯერობით, ბოლო მე-6 პაკეტი წარადგინა. სანქციები რუსულ ნავთობზე ემბარგოს გულისხმობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების თანხმობის შემთხვევაში, ბლოკს, რომელიც რუსულ ენერგოპროდუტებზე დამოკიდებულად რჩება, ალტერნატიული მომწოდებლის პოვნა მოუწევს. 

Reuters წერს, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს სურთ, ევროკავშირის ეს აკრძალვა მათზე არ გავრცელდეს. ამას გარდა, გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის და ბლოკი იმედოვნებს, რომ პოზიციების დაახლოება ხვალიდენლ შეხვედრაზე მოხდება. 

სანქციების ახლი პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს; განურჩევლად მისი ფორმისა და ტრანსპორტირების მეთოდისა,  სანქციები დაუწესდებათ რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ ოფიცრებს და პირებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ბუჩაში ჩადენილ სასტიკ სამხედრო დანაშაულებში. სანქციების მეექვსე პაკეტით SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გაირიცხება დამატებით სამი რუსული ბანკი, მათ შორის, უმსხვილესი - Sberbank.