მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთმა, შესაძლოა, უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს მხარი არ დაუჭიროს

636a4959c51ad
მარიამ ვარადაშვილი
08.11.22 16:38
546

ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას, შესაძლოა, უნგრეთმა მხარი არ დაუჭეროს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სზიჯარტომ განაცხადა. 

საუბარია ევროკავშირის მიერ დააანონსებულ 18-მილიარდ დოლარიან დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინამ 2023 წელს უნდა მიიღოს. გეგმა ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიად გამოყენებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ ამ დახმარების მექანიზმმა იმუშაოს. ბრიუსელში ამ გადაწყვეტილების მიღებას 27 ქვეყნის ერთიანი მხარდაჭერა სჭირდება. 

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას 18 მილიარდის ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფს. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ფინანსური დახმარება ყოველთვიურად 1.5 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ჯამში, წლიურად 18 მილიარდ ევროს შეადგენს. 

„დახმარება უკიდურესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების ფორმით იქნება. ის ასევე საპროცენტო ხარჯებსაც დაფარავს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ევროკავშირის წევრობის გზაზე აუცილებელია”, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.