წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 30 მლნ ევრო გამოყო. საქართველოსა და სააგენტოს შორის შეთანხმება დღეს გაფორმდა.
ბიუჯეტის მხარდამჭერი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრემ.
"AFD-ის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერა სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად, 115,310,000 ევროს ოდენობით.
საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი ტრანშის სახით მიიღო 70,960 მლნ ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - მეორე ტრანში 44,350 მლნ ევროს ოდენობით.
ADB-ის პროგრამის მეორე ტრანშის, 30 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) ინსტიტუციური შესაძლებლობები", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
ხელმოწერის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მიზნები, ისევე, როგორც 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს განვითარებას.
თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს პარტნიორობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს