მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნიკალური შანსი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის

644696163306c
BM.GE
24.04.23 18:49
1755
28 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ უძრავი ქონების კვირეული იხსნება. კვირეულის ფარგლებში დეველოპერული კომპანიები დამთვალიერებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებენ.

„მიმდინარე წელს დაგეგმილი ექსპოს ფარგლებში კომპანიები დამთვალიერებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებენ, მაგალითისთვის კომპანია „დომუსი“ მყიდველს ბინის შეძენისას საჩუქრად პარკინგს გადასცემს. ამ და სხვა ტიპის შეთავაზებები აქვთ წლევანდელ ექსპოში მონაწილე 45 დეველოპერსაც. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოფენის სპონსორია „თიბისი,“ რომლის სივრცეც იქნება ორანჟერეაში და მომხმარებლებს სესხის თაობაზე კონსულტაციის გავლა ადგილზევე შეეძლებათ.

სამი დღის განმავლობაში ველოდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია ბინის თუ კომერციული ფართის შესყიდვით. ღონისძიება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, 70 მდე ბროკერს 20 ზე მეტი ქვეყნიდან და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს როგორც საინტერესო სამშენებლო, თუ დეველოპერული პროექტების, ასევე პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში.

მიუხედავად იმისა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, მინდა ვუთხრა მოსვლის მსურველებს, რომ საცობების არ შეეშინდეთ, რადგან სანაპიროს მხრიდან მოძრაობა თავისუფალია და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა BMG-თან საუბრისას, „ექსპო ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ცაიშვილმა.

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ExpoGeorgia-ში 28-30 აპრილს გაიმართება. კვირეული ერთ სივრცეში რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს: მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენას, უძრავი ქონების ფორუმს და NAR-ის კონფერენციას რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას თანაორგანიზებით იმართება.


(რ)