მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნისონმა" "ალდაგს" კონკურენციის სააგენტოში უჩივლა

5e95759c7ada5
BM.GE
14.04.20 12:30
1414

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის ბრძანების შესაბამისად შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი და საკითხის შესწავლა დაევალათ.

სააგენტო განმარტავს, რომ  არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს.

ორ კომპანიას შორის წარმოქმნილ დავასთან დაკავშირებით BM.GE ინფორმაციას აზუსტებს და მას მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.