მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Airlines-ი: პანდემიამდელ მდგომარეობას 2023-ში დავუბრუნდებით

60097fc14f5b5
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.21 21:19
579
ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას 2023-ში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ წინ რთული წელი ელის, რადგან კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი 2021-შიც გაგრძელდება.

გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის ზარალმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც კომპანიას 2019 წელს, 641 მილიონი აშშ დოლარის მოგება უფიქსირდებოდა. 

„ავიაკომპანიამ აგრესიული მართვის პოლიტიკა დაუპირისპირა 2020 წლის მთავარ გამოწვევას, მაგრამ სიმართლეს თუ ვიტყვით კორონავირუსის პანდემიამ United Airlines-ი მთლიანად შეცვალა“, - განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ქერბიმ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდ-ვაქცინის გამოჩენა ავიაინდუსტრიას ნაწილობრივ აღდგენაში დაეხმარება, თუმცა ამ ეტაპზე კოვიდ-ვაქცინის დოზები არასაკმარისია, ხოლო მისი განაწილება ქაოტური.

United Airlines-ის განცხადებით, მათი გათვლებით 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავლი 51%-ით ნაკლები იქნება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, ავიკომპანია იმედოვნებს რომ United Airlines-ის შემოსავალი 2019 წლის შემოსავლის 65-70%-ს 2023 წლისთვის მიაღწევს.