12.აპრილი .2021 22:15

United Airlines-ის შემოსავალი პირველ კვარტალში 66%-ით შემცირდა

United Airlines-ის შემოსავალი პირველ კვარტალში 66%-ით შემცირდა
views 201
უკან

ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები პირველი კვარტალის მონაცემებით, 66%-ით შემცირდა, რაც მათ ნავარაუდებ ვარდნაზე უფრო მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანიის შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3.2 მილიარდი აშშ დოლარით არის დაკლებული. აღსანიშნავია, რომ United Airlines-ი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 65%-იან ვარდნას ვარაუდობდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ დაბალი დატვირთვის მიუხედავად, United Airlines-ს დღეში დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხარჯების გაწევა უწევს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა