11.ნოემბერი .2021 17:20

უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამას 11 ბენეფიციარი ჰყავს - აწარმოე საქართველოში

უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამას 11 ბენეფიციარი ჰყავს - აწარმოე საქართველოში
views 278
უკან

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამას 11 ბენეფიციარი ჰყავს. ეს კომპონენტი სამ მიმართულებას აერთიანებს, სესხის პროცენტის სუბსიდირებას (ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის მოცულობით), აღნიშნულ სესხებზე სახელმწიფოს მხრიდან 60%-მდე გარანტიაში მონაწილეობას და საგრანტო კომპონენტს.

“დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის 11 დადასტურებული პროექტია. ჯამურად დამტკიცებული სესხის მოცულობა 5,505,000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მოცულობა არის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის მოცულობით (დღევანდელი მდგომარეობით 5%). რადგან რეფინანსირების განაკვეთი არის ცვლადი, თანადაფინანსების ჯამური მოცულობაც ცვალებადია”,- უთხრეს BMG-ის სააგენტოში.

მათივე ცნობით, ეს პროექტები შემდეგ სფეროებს მოიცავს საკვები პროდუქტების წარმოება/გადამუშავება, ტურისტული და პლასტმასის შესაფუთი მასალების წარმოება. პროგორამას “აწარმოე საქართველოში” უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტი პირველი სექტემბრიდან დაემატა.

პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა