მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

5df87e6d9c989
ინგა მურუსიძე
17.12.19 11:25
1170
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს 30-მდე წევრი ეყოლება და შემადგენლობა ამ დრომდე ზუსტდება. როგორც ცნობილია, პირველ სხდომაზე მთავრობის 520-ე დადგენილებაზე იმსჯელებენ.

„სამინისტრომ ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობისთვის შევქმენით უნივერსალური ჯანდაცვის საბჭო, რომლის შესახებაც უკვე მომზადებულია მინისტრის ბრძანება. საბჭოში გაერთიანებული არიან სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულებები, სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საბჭოში 30 ადამიანის წევრობა არის გათვალისწინებული, ასევე შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. ჩვენ გავგზავნეთ კლინიკებთან, რომ წარმოადგინონ ჯგუფები შემდგომი მუშაობისთვის. ეს ჯგუფები ხვალიდან გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისივე ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში იმ 26 კლინიკის წარმომადგენლებიც შევლენ, რომელთაც 520-ე დადგენილების თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით პირველად მიმართეს.

ცნობისთვის: საბჭოს დებულება საკანონმდებლო მაცნეში დღესვე გამოქვეყნდება.