მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ის ახალ ტალღას 2022 წლისთვის უნდა ველოდოთ - მინისტრის მოადგილე

6139ca629dcc3
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 12:52
1195
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღის პროგნოზირება რთულია, თუმცა ის ახალი წლის შემდეგ შეიძლება იყოს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ქცევის პირობებში ვერასდროს გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, ამიტომ მოლოდინია, რომ შესაძლოა სხვა ტალღაც იყოს. ამისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ.

ჯერჯერობით, რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ, ახალ ტალღას მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ... ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, ეს უფრო ახალი წლის შემდეგაა მოსალოდნელი“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.