მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ

60ec00790f7d4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 12:40
810
საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელს არ უშვებენ.

რამდენიმე წუთის წინ „TV პირველის“ ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა პარლამენტში შესვლა მოახერხა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე საშვები დაშვებულია, თუმცა მანდატურის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებენ.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს პარლამენტში შეშვებაზე უარი საშვთა ბიუროს უმოქმედობის გამო ეთქვათ.

ამ დროისთვის პარლამენტის შესასვლელთან პოლიციის კორდონია მობილიზებული.

ჟურნალისტების ნაწილი ამ ეტაპისთვის კვლავ პარლამენტში შესვლას ითხოვს. შენობაში ჟურნალისტებისა და გარეთ დარჩენილი დეპუტატების შეყვანას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ.