მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgia e-Health-ის გადმოწერისას პრობლემების აღმოფხვრისთვის აპლიკაციის ბმული Stopcov.ge-ზე განთავსდება

61951526c519a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 18:55
1302
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, Georgia e-Health-ის გადმოწერისას პრობლემების აღმოფხვრისთვის აპლიკაციის ბმული Stopcov.ge-ზე განთავსდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში პრობლემები იყო აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით, ამიტომ, ეს პრობლემები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge, ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსდება სხვადასხვა სამთავრობო უწყების საიტებზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას. ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა, თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს უკვე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, იმის მიხედვით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც მან განმარტა, თუ აპლიკაცია გადმოწერა მოქალაქემ და საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია გაიარა, მას უკვე მიენიჭა ახალი QR კოდი, რომელიც არანაირ განახლებას არ მოითხოვს.

„თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით - დამატებითი კვლევა ჩაიტარა მოქალაქემ, პირობითად, PCR ტესტი გაიკეთა, ეს უკვე ავტომატურად აისახება მის QR კოდში, შესაბამისად, დამატებითი მანიპულაციები საჭირო არ არის“, - განმარტა ღიბრაძემ.